2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,3მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 60%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 84,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 52%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

„შვიდი თვის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთანშედარებით 60%-ით მოიმატა, 52%-ითაა გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებულიშემოსავლებიც, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირისქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინისეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობისა და ერთობლივადდაგეგმილი, სწორი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგია“ – აღნიშნა ღვინის ეროვნულისააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 80% (4 462 631), რუსეთი – 86% (23 740 750), უკრაინა – 41%(3 653 334), პოლონეთი – 20% (1 427 458), ლატვია – 27% (830 852), ბელარუსი – 42% (814 022), აშშ – 89% (236 012), გერმანია – 34% (234 000), ისრაელი – 202% (127 334), საფრანგეთი – 450% (95 530), აზერბაიჯანი – 170% (102 342) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი დაყაზახეთი.

ადგილწარმოშობის დასახელების მიხედვით ლიდერობს „ქინძმარაული“ – 6 593 437 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 2 028 493, „წინანდალი“ – 1 468 126, „ახაშენი“ – 751 261, „ხვანჭკარა“ – 389 360, „ტვიში“ – 157 064, „ნაფარეული“ – 111 612 და ა.შ.

ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 212 243 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 91%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 18,7 მლნ აშშდოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89%-ს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 102 402 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა,ექსპორტის ზრდამ 106% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 283 ათას აშშდოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტისშედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 143,15 მლნ აშშ დოლარს შეადგენს -ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 55% შეადგინა.

(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები