მთელი ღამის განმავლობაში, საავადმყოფოში Gem fest-ის კიდევ ექვსი მონაწილე გადაიყვანეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

Gem fest-ის ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შეყვანილი ექვსი პაციენტიდან, ხუთს სხვადასხვა სიმპტომები, ერთს კი, უცხო ნივთიერებით ინტოკსიკაცია აღენიშნებოდა.

„19 წლის გოგონა, რომელიც უცხო ნივთიერების ინტოქსიკაციით შემოიყვანეს, ამ დრომდე, საავადმყოფოში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი ხუთი, უკვე გავწერეთ. მათ აღენიშნებოდათ მცირე ნაკაწრები, ნამზეური, მაღალი სიცხე“ – აცხადებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მორიგე ექიმი ლაშა გრიგოლია.

4 აგვისტოს ღამით Gem Fest-იდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 6 ახალგაზრდა გადაიყვანეს. მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა იყო. იმავე საავადმყოფოში  Gem Fest-იდან  უცნობი ნივთიერებით მიღებული ინტოქსიკაციით 22 წლის გოგო გარდაიცვალა.

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები