ეს ჯილდო დიდი პატივია ჩემთვის, – ამის შესახებ ზაზა ფაჩულიამ პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

“რაც გამიკეთებია ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად გულით გამიკეთებია და ასეთ რაღაცას არ ველოდებოდი. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი გიფასებს იმ შრომას, ყველა იმ საქმეს, რასაც აკეთებ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ვეცდები, რომ ეს ღირსების ორდენი ვატარო ღირსეულად ჩემს ცხოვრებაში”, – განაცხადა ფაჩულიამ.

საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის გიორგი მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენი პირადად გადასცა.

(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები