ანაკლიაში, GEM Fest-ის ტერიტორიაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. 1 tv-ის დაკავებულ მამაკაცსა და ქალს ჩხრეკისას რამდენიმე აბი აღმოაჩნდა, რომლის შემცველობასაც ექსპერტი სწავლობს.

ამ წუთებში, ათზე მეტი სამართალდამცველი დაკავების ადგილას ნარკოტიკულ ნივთიერებებს ეძებს, პოლიციას ეჭვი აქვს, რომ დაკავებულებმა გაურკვეველი ნივთიერებები მიწაზე დაყარეს.

არსებული ინფორმაციით, შესაძლო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულები უცხოელები არიან. მათ დაკავებას აპროტესტებს რამდენიმე მოქალაქე. ისინი ჩხრეკის პროცესის ახლოდან გადაღებასა და პროცედურაზე დასწრებას უშედეგოდ ითხოვენ.

პოლიცია მოქალაქეებს უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიავლას უკრძალავს იმ მოტივით, რომ, შესაძლოა, ნივთმტკიცებები განადგურდეს.

დაკავებულები ამ დრომდე Gem Fest-ის საფესტივალო ტერიტორიაზე, კუნძულზე რჩებიან, სამართალდამცველები პერიმეტრს მათი თანდასწრებით ათვალიერებენ

(Visited 18 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*