საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი2017 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისწარმომადგენლებს შეხვდნენ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად როგორც ხელისუფლება, ისე კერძო სექტორი, სრულ მზადყოფნაშია.

“რთველის წარმატებით ჩასატარებლად ყველა წინაპირობა არსებობს, ყურძნის მოსავალი საკმაოდ დიდია, ამავე დროს გაზრდილია ღვინისექსპორტი. რთველთან დაკავშირებული საკითხები ორგანიზებულია, მთავრობამ რთველის ხელშემწყობი ღონისძიებები დაამტკიცა. დღვანდელ შეხვედრაზე კომპანიებთან ვისაუბრეთ იმ დეტალებზე და პროცედურებზე, რომლებიც მთავრობის განკარგულებით არისგათვალისწინებული. შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნლოვანი და ნაყოფიერი, კომპანიების მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია რთველთანდაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური კოორდინაციითა და ორგანიზებულობით შევძლებთ რთველის სეზონის წარმატებით და ეფექტურად ჩატარებას“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ღვინის მზარდი ექსპორტი რთველის წარმატებითჩატარების ერთ-ერთი წინაპირობაა.

„კერძო სექტორი მზად არის და კარგად იცნობს წლევანდელ სისტემას, რომლის საფუძველზეც რთველი-2017 უნდა ჩატარდეს. ღვინისკომპანიები გაგებით შეხვდნენ, რომ წელს ყურძენზე მასიური სუბსიდირების საჭიროება აღარ არსებობს, რადგან გაზრდილია ექსპორტი და, შესაბამისად, მოთხოვნაც. ზოგადად, მეღვინეობის დარგი მზად არის გადაამუშაოს ყურძენი მთლიანად. მოსავალს წელს საკმაოდ დიდსველოდებით, ჩვენი პროგნოზით, ინდუსტრიულად გადამუშავდება დაახლოებით 140-150 ათასი ტონა ყურძენი” – აღნიშნა სამანიშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს და შესაბამისად მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, ამ გადაწყვეტილებას კერძოს სექტორის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. მთავრობისგადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნითრქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრსმიიღებენ. დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმისრეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე – 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი.

გასული წლების მსგავსად, თელავში განთავსდება რთველის საკოორდინაციო შტაბი ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსდა სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლებისშემადგენლობით.

ამასთან ერთად, ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები, წარმოების გაზრდისხელშეწყობის მიზნით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისფარგლებში, გაგრძელდება სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ კომპანიების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.

(Visited 9 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*