ქვემო ფონიჭალაში 2 საათის განმავლობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა რომლის შედეგადაც ძმები ჯაფაროვები ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დააკავეს.
ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის პირველი და 4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ძმები ჯაფაროვების მეზობლების თქმით, ძმები შეშას ყიდდნენ და სამართალდამცავებთან პრობლემა არ ჰქონდათ. სპეცოპერაცია ერთდროულად ძმების ორ სახლში მიმდინარეობდა. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან კრიმინალისტები.