2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!
ანა ურუშაძე ლოკარნოს 70 -ე საიუბილეო კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის „საშიში დედა“ დაჯილდოვდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა ლოკარნოში რამდენიმე დღის წინ დიდი წარმატებით გაიმართა საკონკურსო სექციაში Concorso Cineasti del presente და მსოფლიო პრესაში დადებითი შეფასებები დაიმსახურა. გამარჯვებულები კი დღეს კინოფესტივალის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე დაჯილდოვდებიან.
ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს (სტუდიები „არტიზმი” და „ჯემინი”) და ესტონეთის (სტუდია „Allfilms“) კოპროდუქციაა. მთავარ როლს კი ფილმში ნატო მურვანიძე ასრულებს.
ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო. იგი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალების A – კლასის კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან არაერთი ცნობილი და წარმატებული კინემატოგრაფისტი  და ვარსკვლავი იყრის თავს.
(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები