როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში 15 აგვისტოდან ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ, ჰაერის ტემპერატურა კი +29 +34 გრადუსამდე დაეცემა.
15 აგვისტოს თბილისში +34 გრადუსია მოსალოდნელი, 16 აგვისტოს კი +32 გრადუსი იქნება.
დღეს და ხვალ, ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით.
სანაპირო რაიონებში დღეს და ხვალ მოსალოდნელია +32-34 გრადუსი სითბო, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.