აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლებაზე 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოში არსებული მდგომარეობაცა არის მიმოხილული.

“მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას უზრუნველყოფს და სახელმწიფოს ეკლესიისგან მიჯნავს, კანონი და პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებენ მართლმადიდებელ ეკლესიას, აძლევენ ისეთ პრივილეგიებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სხვა რელიგიებისთვის.

გამოიძიეს რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის 19 საქმე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა ამგვარი დანაშაულების ეფექტური გამოძიების ნაკლებობა დააფიქსირეს.

შეიარაღებულ ძალებში მუსლიმთა პირველი სამლოცველო გაიხსნა. ციხეში სამლოცველო მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს.

რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საბჭოთა ეპოქაში ჩამორთმეული შენობების დაბრუნებაში უპირატესობით მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს.

დაფიქსირდა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტები, იეჰოვას მოწმეებზე ფიზიკური თავდასხმის 11 ფაქტი.

აშშ-ს ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, რათა ხელი შეუწყონ დიალოგს მთავრობასა და რელიგიურ უმცირესობებს შორის”, – ნათქვამია ანგარიშში.

(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*