სააკაძის მოედანს პარკირებისთვის 60 ადგილი დაემატება. ეს გადაწყვეტილება დღეს პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში შეხვედრისას მიიღეს, სადაც ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხების  გარდა, საუბარი  პარკირების სისტემასა და ავტობუსების ხაზებსაც შეეხო. ინფორმაცია მერიის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

“დღევანდელ სხდომაზე ტექნიკური საკითხები განვიხილეთ, მათ შორის: როგორ იქნება განლაგებული პარკირების სისტემა სამკუთხედზე – პეკინი-შარტავა-კოსტავას ქუჩებზე; ასევე “Bus lane”-ები, რა ფართი იქნება მათთვის გამოყოფილი. პარკირების მიმართულებით, კოსტავას ქუჩაზე იცვლება დგომა, გაკეთდება 45 გრადუსიანი დგომა, რათა მეტი სატრანსპორტო საშუალება დაეტიოს, ასევე, სააკაძის მოედანს ემატება 60 ერთეული პარკირების ადგილი. ეს იყო ის საკითხები, რომლებიც გავიარეთ და საპატრულო პოლიციასთან შევთანხმდით. პეკინის ქუჩაზე ფაქტობრივად გადაწყვეტილია ველობილიკის მოწყობა. ველოსიპედებისთვის გამოიყოფა დაახლოებით 900 მეტრიანი ზოლი, სადაც ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ.

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

ამ დროისთვის, თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე გზის მარცხენა მხარეს დასრულდება მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგების სამუშაოები, რის შემდეგაც გზის საფარის პირველი ფენის დაგება დაიწყება.

 

(Visited 16 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*