2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტები დღეიდან კრებულის სახით იყიდება. მისი ილუსტრაციების ავტორი ცნობილი კარიკატურისტი,  შენონ უილერია.

წიგნი, რომლის სახელწოდებაა Sh*t My President Says: The Illustrated Tweets of Donald J. Trump, სულ 140 კარიკატურით არის გაფორმებული, ანოტაციაში კი ვკითხულობთ: „პრეზიდენტ ფრანკლინ დონალო რუზველტს ჰქონდა რადიო, პრეზიდენტ ჯონ კენედის – ტელევიზია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი აქვს Twitter”.

წიგნის ყდაზე აშშ-ს ლიდერი გამოსახულია პატარ მოწყენილი ბავშვის სახით, რომელიც უზარმაზარ სავარძელში ზის.

უილერის თქმით, ეს იდეა მას მეგობარმა მიაწოდა. მისი თქმით, მას აზრადაც არ გაუვლია ტრამპის დაცინვა, უბრალოდ შეეცადა მისი აზროვნების ილუსტრირებას.

ახალი წიგნი Amazon-ზე იყიდება. მყარი ყდით მისი ფასი 9,16 დოლარია, ელექტრონული ვერსია კი – 7,99 დოლარი.

Amazon-ზე უკვე მეორე კვირაა იყიდება ტუალეტის ქაღალდიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის Twitter-ზე გამოქვეყნებული ფრაზებით.

დაახლოებით 2 თვის წინ ნიუ იორკში აშშ-ს პრეზიდენტის ტვიტების ბიბლიოთეკა მისივე Trump tower-ის გვერდით გაიხსნა.

(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები