ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი საჯარო განხილვის საგანია, – ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
სამინისტრო განმარტებას აკეთებს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტზე, რომლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაცემულია და დასკვნის პირობების დაცვის შემთხვევაში ეკოლოგიური საფრთხე არ იარსებებს.
“გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და მცდარი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განმარტავს, რომ მინისტრ ხათუნა გოგალაძის კომენტარი ეხებოდა აჭარის რეგიონში შპს “აჭარისწყალი ჯორჯიას” მიერ მშენებარე “შუახევიჰესს” და არა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურს. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი ამ ეტაპზე საჯარო განხილვის საგანია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სოფელ ხაიშში დღეს გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით. მორიგი საჯარო განხილვა კი თბილისში, 19 სექტემბერს იგეგმება.
17.09.13