საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად დამატებით დაფინანსებას მიიღებენ.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განცხადებით – ეროვნული, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების წევრები, რომლებიც წარმატებულნი იქნებიან სწვალაში და მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებებში, თუმცა რიგი მიზეზების გამო, ვერ მიიღებენ სრულ გრანტს სახელმწიფოსგან, შეღავათს მიიღებენ და მათი სწავლის გადასახადი სრულად უზრუნველყოფილი იქნება ძიუდოს ფედერაციის მიერ.

პროექტს მხარს უჭერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მისასალმებელია ძიუდოს ფედერაციის მხრიდან ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენების მხარდაჭერა მათი სწავლა-განათლების მიმართულებით.

ახალი პროექტი, რომელსაც ძიუდოს ფედერაცია მხარდამჭერი სპონსორების – „ზედაზენისა“ და „პე ეს პეს“ დახმარებით ახორციელებს,  არა მხოლოდ წარმატებული ჩემპიონების გაზრდას, არამედ განათლებული თაობის აღზრდას ემსახურება.

აღნიშნული პროგრამით მომდევნო სასწავლო წელს უკვე ისარგებლებს რამდენიმე ქართველი ძიუდოისტი. მსგავსი პროექტი ქართული სპორტის რეალობაში პირველად ხორციელდება.

(Visited 25 times, 1 visits today)

კომენტარები