15 წლის ინდოელმა ბიჭმა 70 000 დოლარის ღირებულების ბრილანტები იპოვა და პატრონს დაუბრუნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

შემთხვევა ქალაქ სურატში მოხდა. ვიშალ უპადჰაიამ და მისმა მამამ ძვირფასი ქვების მფლობელს მას შემდეგ მიაგნეს, რაც ქალაქის ალმასების ასოციაციას მიმართეს.

ბრილიანტების პატრონი ბროკერი აღმოჩნდა, რომელმაც ისინი საცავიდან გამოტანის შემდეგ დაკარგა.

ალმასების ასოციაციამ მოზარდს ასეთი საქციელისთვის მადლობა გადაუხადა და საზეიმო ღონისძიება მოაწყო, სადაც ბიჭს მადლობა გამოუცხადეს. ამასთან, მედიის ცნობით, ასოციაცია ვიშალს 1 წლის განმავლობაში სწავლის საფასურს გადაუხდის.

წყარო: hindustantimes.com

(Visited 71 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*