1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
1 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
1 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
1 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
1 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

ბორჯომში სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 ჰექტარი ტყის მასივი იწვის. ცეცხლილს კერიდან 2 კილომეტრში მოსახლეობა ცხოვრობს, თუმცა მათზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის.

ადგილზე მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები იმყოფებიან.

სამცხე ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობას რთული რელიეფი და ძლიერი ქარი უშლის ხელს.

“ხანძარი ამ დრომდე მძვინვარებს. საბედნიეროდ, ვერტმფრენის ჩართვა დროულად მოხდა. ცეცხლის კერიდან 2 კილომეტრში სოფელი ყვებისი მდებარეობს. დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, არც მოსახლეობის ევაკუაციას ვახდენთ”, – განაცხადა მაჭუტაძემ.

ვერტმფრენი ხანძრის ჩაქრობის პროცესში რამდენიმე საათის წინ ჩაერთო. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

(Visited 27 times, 1 visits today)

კომენტარები