მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ბორჯომის ხეობაში გაემგზავრა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია სპეციალური შტაბის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის  საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

საგანგებო შტაბი სტიქიის სალოკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე მუშაობს 2 ვერტმფრენი.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტიქიის ზონაში მიემგზავრება.

(Visited 8 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*