7 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
8 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
8 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
8 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
17 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის ინფორმაციით, ბორჯომის პოლიცია მესხიძეების ოჯახის ევაკუაციის ფაქტს ადასტურებს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ დაბაში მცხოვრები ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდა.

1tv-ს ინფორმაციით, სოფელ დაბაში რამდენიმე ოჯახი სახლებს ტოვებს.

„სახლი იმიტომ დავტოვეთ, რომ უკვე ნაკვერჩხლები ცვივა ეზოში და აშკარად ფერფლი მოდის. მთელმა ოჯახმა დავტოვეთ სახლი. ჯერ აქ ვართ და მერე არ ვიცი, რა იქნება. ხანძარი 500 მეტრშია. ცეცხლი მთელი დღის განმავლობაში იყო. კვამლის სუნიც იგრძნობა“, – წერს 1tv ადგილობრივ მცხოვრებზე დაყრდნობით.

შსს-ის ცნობით, ცუდი ხილვადობის, დაკვამლიანებისა და ძლიერი ქარის გამო, სპეციალისტების რეკომენდაციით, ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს. უწყებაში აცხადებე, რომ როგორც კი რეკომენდაცია იქნება, ვერტმფრენი ხანძრის ჩაქრობის პროცესში ისევ ჩაერთვება.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ დღისით გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

Please follow and like us: