რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ“ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატები დაასახელეს.

პარტიებმა თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად – დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინეს.

“ჩვენ ადგილობრივი არჩევნების წინ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ არჩევენებით უნდა დაიწყოს ივანიშვილის არაფორმალური მართველობის დასრულება. იმედი მაქვს, საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენ ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ გადავაყოლეთ ოპოზიციური შეთანხმება. მხოლოდ ერთიან კანდიდატს შეუძლია დაამარცხოს ხელისუფლება და მივაღწიოთ მეორე ტურს. სამწუხაროდ, დანარჩენმა პარტიებმა პარტიული ინტერესები, გარიგებები დააყენეს მაღლა და ბოლოს წუთს უარი თქვეს ერთიან კანდიდატზე. დღესაც ვაცხადებთ, რომ ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, გარდა “ქართული ოცნების”და “ნაციონალური მოძრაობისა”, – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში ჩატარდება.

(Visited 18 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*