ბორჯომის ხეობაში ხვალ სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, პარაკლისის დროს განაცხადა.

პატრიარქის თქმით, „ერთად უნდა ვილოცოთ, რათა უფალმა მოიღოს წყალობა“.

”წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით, იმედი მაქვს ჩაქრება ეს ხანძრები. ჩვენ აღვავლინეთ ლოცვა, რომ უფალმა მოიღოს წყალობა. ხვალ გვინდა გავაგზავნოთ სასულიერო პირები ბორჯომის ხეობაში და იქ ადგილზე შეასრულონბ პარაკლისი და ლოცვები. შევთხოვოთ უფალს, რომ შეგვინდოს შეცოდებანი”, -განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

პატრიარქმა პარაკლისი საპატრიარქოში გადაიხადა. პარაკლისი ბორჯომში გაჩენილ ხანძარს შეეხებოდა.

(Visited 11 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*