ბორჯომის ხეობაში 6-მა ვერტმფრენმა და ერთმა თვითმფრინავმა მუშაობა დილიდან განაახლა, აქედან ორი ქართული, ერთი აზერბაიჯანული, ორი თურქული და ერთი ბელარუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენია. ცეცხლის ჩაქრობაში ჩაერთო თურქული თვითმფრინავიც, მათ შორის ერთ-ერთ თვითმფრინავს 40 ტონის წყლის გადატანა შეუძლია.

დილიდან ბორჯომის ხეობაში ქართული მხარის დასახმარებლად ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში დასახმარებლად სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან გამოგზავნილი ცოცხალი ძალა ჩამოვიდა. სომხეთიდან საქართველოში გამოიგზავნა 13 ერთეული ტექნიკა, აქედან 4 მაღალი გამავლობის. ასევე, აზერბაიჯანიდან დასახმარებლად 70 მაშველი ჩამოვიდა.

საველე ოპერაციების ცენტრში თათბირი გამთენიისას გაიმართა, რომელსაც პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.

ცეცხლის ძირითადი კერები წაღვერის ტყეში და სოფელ დაბაში ლოკალიზებულია. ამ დროისთვის დარჩენილია რამდენიმე მცირე კერა.

 

(Visited 21 times, 1 visits today)

კომენტარები