საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა. 

“ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის შედეგად გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები და ტექნიკა:
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბრიგადა;
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა.
ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე”,- ნათქვამია უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” გუშინ მიმართა. 

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*