სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა ყავის გადამამუშავებელ საწარმო „კოფი გრუპს“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

სააგენტოს მიერ ჩატარებული ინსპექტირებისას საწარმოში 11 არაკრიტიკული და 9 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც ბიზნეოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.

აგრეთვე, გამოვლინდა სავარაუდო ფალსიფიცირების ნიშნები. ინსპექტრირებისას საწარმოში სხვადასხვა დასახელების (როგორც ხსნადი, ასევე მარცვლები) ყავასთან ერთად აღმოჩნდა 235 კგ მოხალული ბარდა. საწარმოში ადგილზე ხდებოდა როგორც ბარდის, ასევე ყავის მარცვლების მოხალვა მისი შემდგომი დაფქვის და სავაროდოდ გადარევის მიზნით.

(Visited 65 times, 1 visits today)

კომენტარები