თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების სააგენტო TIKA-მ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია რომ, მათ საქართველოში რეკონსტრუქცია გაუკეთეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრ “აისის“ კუთვნილ 2 კორპუსს, პარალელურად დაამატეს სართული და კიდევ ერთი მინი სასათბურე.
ხსენებული ცენტრი 2004 წლიდან მოქმედებს და იგი ემსახურება როგორც 5-12 წლის ინვალიდი ბავშვების განათლების, ასევე მათთვის მომავალში პროფესიული განათლების მიცემას, ამიტომაც “აისში“ ფსიქოლოგებთან ერთად მუშაობენ თეატრის, მუსიკის, ბეჭვდის, ქარგვის მასწავლებლები, რასაც ახლა დაემატება სამედიცინო, სოციალური რეაბილიტაციისა და სპეციალური ვარჯიშების გაკვეთილებიც, ამ ყველაფრის პარალელურად ცენტრის მოსწავლეები დასაქმების წინა პროფესიულ კურსებსაც გაივლიან.
17.09.13