საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და ადგილზე ეცნობა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გიორგი მარგველაშვილს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგანგებო შტაბის წევრებმა მიაწოდეს.