17 საათის წინ
“ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
18 საათის წინ
,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“
19 საათის წინ
საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19 საათის წინ
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორის ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, დღეიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას დიდველის საბაგირო. ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული დაკვამლიანება არ აღინიშნება, შესაბამისად, ბაკურიანში ტურისტული სეზონი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია  ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტი. ეს სამსახური 2 ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკით ტყეში გზების გაჭრის სამუშაოებში მონაწილეობდა, რათა სახანძრო სამაშველო მანქანებს  ტყის ტერიტორიაზე  ცეცხლის ლოკალიზება და გადაადგილება შეძლებოდათ.

ცეცხლის ძირითადი კერები წაღვერის ტყეში და სოფელ დაბაში ლოკალიზებულია. ამ დროისთვის დარჩენილია რამდენიმე მცირე კერა.

(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები