სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტი ესპანურ კომპანიასთან „Invernadero Europeos” ერთად წყალტუბოს რეგიონში ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურის მშენებლობას გეგმავს. სასათბურე მეურნეობა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ ნახევარ ჰექტარ მიწის ფართობზე მოეწყობა და პირველ ეტაპზე კენკროვანი კულტურების მოსაყვანად იქნება გათვლილი. მარწყვის, ჟოლოს და მოცვის გარდა მომავალში ბოსტნეული კულტურების – პომიდვრის, კიტრის და მწვანილის მოყვანაც იგეგმება. სათბური სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების იქნება და ესპანური ტექნოლოგიების დანერგვასა და კენკროვანი და ბოსტნეული კულტურების ესპანური ჯიშების გამოცდაზე იქნება ორიენტირებული. საქართველოს კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ჯიშების გავრცელება კი შემდგომში ფერმერულ მეურნეობებში მოხდება.

პირველ ეტაპზე კომპანია „Invernadero Europeos” და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ და პროექტის დეტალებზე შეთანხმდებიან. სამომავლოდ კი მხარეები საჩითილე სათბურის მშენებლობასაც გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ ესპანური კომპანია „Invernadero Europeos” დაბალბიუჯეტიანი სათბურების მშენებლობას უკვე წლებია ახორციელებს გერმანიაში, პორტუგალიაში, ირლანდიაში, პოლონეთში და სხვა.

(Visited 16 times, 1 visits today)

კომენტარები