საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „G-NET“-ს, შპს „ანრი 109“-ს, ი/მ კობა გიორგაძეს და ი/მ „ბექა ხაჭაპურიძეს“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერდათ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულიკომისია უფლებამოსილია იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციაშეუჩეროს თუ პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.
კომისიის უწყებრივი რეესტრის და კომისიაში თითოეული იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკურიანგარიშგების ფორმების თანახმად, ოთხივე კომპანია გასული ერთი წლის განმავლობაში არ ახორციელებდა ავტორიზებადსაქმიანობას, რაც დაედო საფუძვლად ავტორიზაციების შეჩერებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომპანიები საქმიანობის განახლებისშემთხვევაში უფლებამოსილნი არიან ავტორიზაციის აღდგენის თაობაზე ხელახლა მიმართონ კომისიას.