გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 8-11 სექტემბერს, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 22 ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ექვსი ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – ხუთი ფაქტი, კახეთის რეგიონული სამმართველოს შემთხვევაში ასევე – ხუთი, ხოლო აჭარის, ქვემო ქართლისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოების ტერიტორიაზე – ორ-ორი ფაქტი.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 38 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი, 77 მ3 წიფლის, რცხილას, მუხისა და წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) და საშეშე მერქანი.
ამავე პერიოდში, ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 2 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.