იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მხარს უჭერსპარტნიორ სახელმწიფო დაწესებულებებს, საიდანაც ახალშობილის დაბადების რეგისტრაციისშესახებ იღებს ცნობებს და სამშობიაროებს უფასოდ გადასცემს ახალშობილთა საიდეიტიფიკაციოსამაჯურებს.
შედეგად: საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირებული ყველა სამედიცინო დაწესებულებაევროპული ხარისხის, ერთნაირი ფორმის, დახვეწილი დიზაინის სამაჯურებით მომარაგდება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამაჯურების სრული მარაგი, ტენდერის გზით,ევროპული კომპანია PDჩ Hეალტჰცარე -სგან მიიღო. PDჩ (ჰტტპ://წწწ.პდცორპ.ცომ/) ჯანდაცვის სფეროშიგლობალური ლიდერია, სხვა მრავალ სამედიცინო პროდუქტებთან ერთად, კომპანიაუზრუნველყოფს ახალშობილების უსაფრთხო, ანტიალერგიული, მაღალტექნოლოგიურისაიდენტიფიკაციო სამაჯურების დამზადებას. კომპანიას 60 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ამკუთხით და პროდუქტს აწარმოებს მსოფლიოს ინოვაციური საიდენტიფიკაციო სისტემებისმეშვეობით. აღნიშნული სამაჯურების სრული რაოდენობა 29 600 ლარი დაჯდა, ერთეულისამაჯურის ღირებულება 37 თეთრით განისაზღვრა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის სამსახურის სტატისტიკით,საქართველოში წელიწადში 60 000-მდე ახალშობილი იბადება. აღნიშნული სამაჯურებით მოხდებაახალბედა მშობლების ინფორმირება დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო უწყებისთაობაზე. აღსანიშნავია, ის, რომ საიდენტიფიკაციო სამაჯურებზე დატანილია წარწერა: „დაბადებარეგისტრირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“.
პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მშობლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავენ შვილის პირველსამაჯურს და ხშირად მას თვალსაჩინო ადგილზე განათავსებენ ხოლმე; სწორედ ამიტომ დაბადებისმარეგისტრირებელი სახელმწიფო სტრუქტურა დედებსა და პატარა მოქალაქეებს მაღალი ხარისხისსაინდეტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინოდაწესებულებების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ 17 000-მდესამაჯური უკვე დარიგებულია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამშობიარო სახლებში, მათშორის: ბათუმის, ქობულეთის, ზუგდიდის, მარტვილის, ხობის, ფოთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, სენაკის, თბილისის სამშობიარო სახლ “იმედის” კლინიკაში და თელავის სამშობიაროსახლებში.
ზემოთ ჩამოთვლილ კლინიკებს დღეიდან „გაგუას კლინიკაც“ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ 18 მარტს იუსტიციის მინისტრის ქალიშვილი მერი ამ კლინიკაში დაიბადა და ახალშობილების სამაჯურებით დასაჩუქრებაში დღეს თავადვე მიიღო მონაწილეობა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინოდაწესებულებებს არსებული მარაგის ამოწურვის შემდეგაც მოამარაგებს.