„ჩვენ გვაქვს გადასალახი 18, 19 და 20 სექტებერი. ეს დაკვირვება მოგვცემს საშუალებას გადავწყვიტოთ, რომ პეკინის ქუჩა ცალმხრივი დავტოვოთ“. პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ თბილისის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.
„3 თვის წინ,როდესაც დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჩვენ დროებითი სქემა შევიმუშავეთ. ამ სქემით პეკინის და შარტავას ქუჩები ცალმხრივად მუშაობს. პეკინის გაცალმხრივება კოსტავას და შარტავას ქუჩების გაცალმხრივებასაც მოითხოვს. ეს სქემა 3 თვე წარმატებით მუშაობს. პეკინის ქუჩაზე ავტობუსების მოძრაობა იქნება ორმხრივი.
რეაბილიტაციის პროცესის დაწყებისას ნაკადების 10 % იყო გასული ქალაქიდან. ტესტ-რეჟიმში ვაკვირდებით პრაქტიკაში როგორ განხორციელდება სქემა. ამ ქუჩებზე პარკირება გავაუქმეთ. პეკინზე სამკუთხედში გაკეთდება მიწისქვეშა სადგომი“ , – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
მანანა ღოღობერიძე