„სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია, რომ დავიწყეთ ნაკვეთების ქიმიური შეწამვლა. შემდეგი ეტაპია ქიმიური წამლების ყველა ოჯახისთვის გადაცემა“. თხილის „მტერი“ აზიური ფაროსანას გავრცელების ეტაპებზე, უცხოურ გამოცდილებაზე და დაგეგმილ პრევენციულ ღონისძიებებზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი იაკობაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „საქმის კურსის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ფაროსანა პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. 2016 წელს სწრაფი პოპულაციით აღინიშნა და უკვე ზარალი მოგვაყენა თხილის სექტორში. აშშ-ში ეს მავნებელი 1998 წელს დაფიქსირდა და 2001 წელს ოფიციალურად ახალ მავნებლად გამოცხადდა. 2001-დან 2010 წლამდე ერთი შტატიდან 34 შტატში განვითარდა. აშშ-ს აღნიშნულმა მავნებელმა 21 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა
2016 წელს,როდესაც პირველი ზარალი შევამჩნიეთ თხილის სექტორში, სასათბურე პირობებში მოხვდა ეს მავნებელი და მეორე წელსვე მასშტაბური ზარალი დააფიქსირა. ჩვენთან ზარალის ინფორმაცია 2016 წლის სექტემბერში შემოვიდა. ეს მავნებელი ახალი იყო და გამოცდილება ამ მიმართულებით არ იყო დიდი. პირველ რიგში მოვიწვიეთ იმ ქვეყნის გამოცდილი ექსპერტები,რომლებიც დიდი ხანია ებრძვიან ამ მავნებელს. მათ შეიმუშავეს ყველა ის ბრძოლის ღონისძიება,რომელიც დაგეგმა მთავრობამ. ეს გრძელვადიანი ღონისძიებებია“ , – აღნიშნა გიორგი იაკობაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე