2 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
2 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
2 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
2 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

15 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ეს წინადადება, სამწუხაროდ, სიმართლეა. ჩრდილოეთ კორეა, რომელიც ბალისტიკური რაკეტების გაშვებას იაპონიის მიმართულებით გამოცდას ეძახის, დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესებას უსამართლობად მიიჩნევს და დასავლურ ქვეყნებს რეგიონში სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებს.

რაკეტა ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარე პოლიგონიდან იქნა გაშვებული. 15 სექტემბერს გაშვებული რაკეტა კიდევ უფრო მიუახლოვდა კუნძულ ჰოკაიდოს. BBC-ის შედარებული აქვს 29 აგვისტოსა და 15 სექტემბერს გაშვებული ბალისტიკური რაკეტის მასშტაბები. მნიშვნელოვანია იმ ფაქტის ხაზგასმაც,რომ 29 აგვისტოს გაშვებულმა რაკეტამ საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია. საინტერესოა, რა რეაქცია ექნება მსოფლიოს 15 სექტემბრის შემთხვევაზე, როდესაც 29 აგვისტოს გაშვებული რაკეტის დისტანცია 2.700 კმ იყო, ხოლო 15 სექტემბერს გაშვებულის ზუსტად ათასი კილომეტრით მეტი. დღეს გაშვებული რაკეტის სიმაღლე ზღვის დონიდან  770 კმ-ს აღემატებოდა, ხოლო 29 აგვისტოს რაკეტის 550 კმ. მნიშნელოვანია ფრენის დროც, 19 წთ იფრინა რაკეტამ დღეს, ხოლო 32 წთ 29 აგვისტოს.

BBC ასევე გვთავაზობს ჩრდილოეთ კორეაში არსებული რაკეტების ჩამონათვალსა და მათი სროლის მაქსიმალურ მიღწევადობას. მათგან უკანასკნელი ორის შემთხვევაში მანძილი 11 ათას კილომეტრს აჭარბებს.

რაკეტის გამოცდას იაპონიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იაპონია არ შეურიგდება ამ პროვოკაციულ ქმედებას. ამავე მიზეზით, შეიკრიბა გაეროს უშიშროების საბჭო, რომლის ინიციატორი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონია. მან ასევე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლები ჩინეთი და რუსეთიც არიან, ისინი მან ჩრდილოეთ კორეის მთავარ სავაჭრო პარტნიორებად დაასახელა.

მკითხველს ასევე შევახსენებთ, რომ 29 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტის საპასუხოდ, გაეროს უშიშროების საბჭომ ქვეყანას სანქციები გაუფართოვა. აშშ-მ კი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა აამოქმედა.

საინტერესოა ასევე სამხრეთ კორეის პოზიციაც, მუნ ჯე ინის, ქვეყნის პრეზიდენტის თქმით. ასეთ სიტუაციაში დიალოგი შეუძლებელია. ქვეყანამ რამდენიმე საათის წინ საკუთარი რაკეტებიც გაუშვა, სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების განცხადებით კი, მათ  მხოლოდ სარაკეტო თავდასხმის სიმულაცია გაიარეს.

სეულის შეფასებით, ამ ქმედებით ფხენიანმა, სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო წვრთნები გააპროტესტა.

ჩრდილოეთ კორეამ წლის განმავლობაში უკვე მე-10 რაკეტა გაუშვა.

წყარო: BBC

ნათია კეკენაძე

 

 

Please follow and like us: