2 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
2 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
2 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
2 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

“ფეხშიშველი არ დავდივარ და არ დამემართება სოკო”, “თავისით გამივლის” და სხვა მითები კანისა და ფრჩხილის სოკოზე.
მითი პირველი – ეს მე არ მეხება

სოკოთი ინფიცირებულია 1 მლრდ ადამიანი. ისინი თქვენთან ერთად მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, პედიკიურს იკეთებენ იმ სალონში, სადაც თქვენ. ფრჩხილის ფერის, ფორმის შეცვლას, აქერცვლას თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, უარესად გამწვავდება სიტუაცია.

სოკოთი დაავადების რისკი იზრდება:

თუ აქტიურად ხართ დაკავებული სპორტით: მიკროტრავმა, ნაკაწრი, ოფლიანი ტერფები და გაუხეშებული კანი სოკოს საყვარელი სფეროა.
თუ ერთი წყვილი ფეხსაცმელი რამდენიმე დღე გადაბმულად გაცვიათ. თუ ფეხსაცმელი კარგად არ შრება, სოკო ადვილად განვითარდება.
თუ ინდივიდუალურ ფეხსაცმელს არ იყენებთ აუზზე, აბანოში, პლაჟზე.

თუ სიგარეტს ეწევით, ცუდად გძინავთ, სტრესში ცხოვრობთ, იმუნიტეტი გიქვეითდებათ და მიკროორგანიზმები თქვენი კომპანიონები ხდებიან.

მეორე მითი – საფრთხე მხოლოდ ზაფხულობითაა

თუ პირად ჰიგიენას არ დაიცავთ, ზამთრის ფეხსაცმელშიც გაჩნდება სოკო. გარდა ამისა, აუზსა და აბანოს ზამთარშიც ვსტუმრობთ.

მითი მესამე – ვერავინ შეამჩნევს

ქავილი, აქერცვლა, ფრჩხილის დეფორმაცია, ფერის შეცვლა, უსიამოვნო სუნი. თუ სხვები ვერ ამჩნევენ, თქვენ ხომ ამჩნევთ?..

მეოთხე მითი 

– სოკოს განკურნება ექიმის გარეშეც შეიძლება

რამდენიმე სახეობის სოკო არსებობს. გართულებულ პროცესს დამოუკიდებლად ვერ განკურნავთ, უმჯობესია, პირველივე საეჭვო სიმპტომის დროს ექიმს მიაკითხოთ.

მეხუთე მითი – სოკოსგან დაცვა შეუძლებელია

შესაძლებელია, თუ:

1. დაიცავთ ჰიგიენას, მანიკიურსა და პედიკიურს გაგიკეთებენ კარგად დამუშავებული ინსტრუმენტებით, აუზზე, საუნასა და აბანოში გამოიყენებთ ინდივიდუალურ ფეხსაცმელს.

2. მოუვლით მიკრობზარებსაც კი, უყურადღებოდ არ დატოვებთ კანის ოდნავ ცვლილებასაც კი.

3. რამდენიმე დღე ერთსა და იმავე ფეხსაცმელს არ ჩაიცვამთ (სანამ კარგად არ გაშრება).

4. გაიძლიერებთ იმუნიტეტს.

5. გამოიყენებთ ფარმაცევტულ საშუალებებს.

წყარო: marao.ge
Please follow and like us: