3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

„როდესაც ყველაფერი სიმბოლურია, მნიშვნელოვანია,რომ დირიჟორიც იყოს დემოკრატიულ ნაწილთან კავშირში. ჩემთვის გერგიევი არ არის ამასთან დაკავშირებული, ის პუტინის პირდაპირი პროპაგანდისტია“ , – ამის შესახებ პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „შაბათის კურიერის“ ეთერში ისაუბრა და პროტესტის მიზეზიც განმარტა, როცა ბასტილიის დღისადი მიძღვნილ კონცერტზე არ დაუკრა.

„ეს იყო პროტესტი როგორც ქართველის და როგორც ადამიანის. 14 ივლისს უნდა გაჟღერდეს მარსელიეზა, ეს არის ზეიმი,როდესაც აღვნიშნავთ,რომ ადამიანის უფლებები აქამდე მოვიტანეთ და წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. როგორც მსოფლიო მოქალაქისთვის, ეს არის მიუღებელი,რომ დირიჟორი იყოს რუსეთის პროპაგანდისტი.

პირველად გაუკვირდათ. მნიშვნელოვანი დღეა, პარიზი, ეიფელის კოშკი, ტრანსლაცია მთელ მსოფლიოში. დიდი სურვილი მქონდა, რომ მიმეღო მონაწილეობა. პირველად იყო გაკვირვება, ფიქრობდენ ზედმეტი ხომ არ არის მსგავსი პროტესტი. ფიქრობენ,რომ ჩვენი პროფესია დაკავშირებული უნდა იყოს პოლიტიკასთნ. მე მაინც ვხედავ ზღვარს პოლიტიკას და ხელოვნებას შორის. ეს ორი სრულიად განსხვავებული რამეა“ , – განაცხადა ხატია ბუნიათიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

Please follow and like us: