3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

„ჩვენ გეგმიდან გადახვევას ვაპირებთ, თუ აქამდე წელიწადში დაახლოებით 200 ბინას ვაშენებდით, ახლა ვაპირებთ მომავალი 3-5 წლის განმავლობაში 30-35 ათასი ბინის აშენებას. ეს ნიშნავს,რომ მომავალ მაქსიმუმ 5 წელში უსახლკარო დევნილი არ გვეყოლება“ , – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„მთლიანობაში 30 ათასზე მეტ დევნილს აქვს მიღებული ბინა.მათ შორის ნახევარს ბოლო 5 წლის განმავლობაში. ქუთაისში ახალი, 480-ბინიანი კორპუსის მშენებლობაა დაწყებული. ასევე შუამდეა მისული წყალტუბოში,სადაც 160 ოჯახი დაბინავდება. 480 ოჯახს გადაეცემა ბინები გორში. თბილისში დაახლოებით 120-მდე დევნილი მიიღებს ბინას.

პრეტენზიებს ვერ მოისმენთ ბოლო პერიოდის მშენებლობებთან დაკავშირებით. იყო ხარისხის პრობლემები,მაგრამ ეს ძველ პერიოდში დაწყებულ მშენებლობებს უკავშირდება. მე უარი ვთქვი თუნდაც ძველი საწარმოების ბინებად გადაკეთებაზე, მხოლოდ ახალი შენობები შენდება. ქრთამის აღების არც ერთი ფაქტი არ ყოფილა, იყო 9 თაღლითობის ფაქტი თანამშრომლების მიერ. მუდმივად ვაფრთხილებთ ყველას,რომ მსგავს ანკესს არ წამოეგონ“ , – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მანანა ღოღობერიძე

Please follow and like us: