3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

„ეს იყო სპონტანურად ნათქვამი ფრაზა, არ იყო წინასწარ მომზადებული, მაგრამ ეფექტი ჰქონდა დიდი. მიუხედავად იმისა,რომ ეს ფრაზა ოდნავ უტრირებულად ითქვა, რეალურად მერის ფუნქციაა ემსახუროს საკუთარ ხალხს, მოუგვაროს პრობლემები,რომელიც მათ აწუხებთ. ბატონი კიარა, დაქირავებული მოსამსახურე უნდა აირჩიონ,რომელსაც ხელფასს უხდის საკუთარი ჯიბიდან მოქალაქე“ , – ამის შესახებ თბილისის მერობის „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატმა, გიორგი გუგავამ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში ისაუბრა.

„სტერეოტიპი არსებობს, რომ ირჩევენ ბატონს, უნდა გადაჯდეს შავ ჯიპზე, უსაქმური ნათესავებით დააკომპლექტოს მერია, გასცეს უკანონო მშენებლობებზე ნებართვა, გაჩეხოს მწვანე საფარი, ეს არ არის მერის ფუნქცია. მე მაქვს საზოგადოების იმედი, რაც ითქვა, ამას 20 წელია ვაკეთებთ, ლამის ხელდახელ გვიწევს ბრძოლა საწვავის, წამლის, პროდუქტის სიძვირეზე. მართლა ყველგან ვართ, სადაც მოსახლეობას უჭირს. ერთადერთი არჩევნები,რომელიც წავაგეთ, იყო 2012 წელი. „ლეიბორისტულ პარტია“-ს კლების მაჩვენებელი არ აქვს.

ამ არჩევნებში ორი მიზანი გვაქვს: გამოჩნდა რა სიმახინჯეა ოლიგარქიული მმართველობა. გვყავს მმართველი ელიტა,რომელიც ფლობს ბიზნესს, ეკონომიკურ რესურსებს. კახი კალაძეც ოლიგარქია აბა რა არის. კალაძეს აქვს სამშენებლო ინტერესები. „სემეკში“ ტარიფის გაძვირებაზე განცხადება უკვე შეიტანეს მის მფლობელობაში მყოფმა ჰესებმა. თუ გუგავა არ მოვა, კალაძის გაძვირებული ტარიფების ქვითრები, „სითი პარკის“ ჯარიმები და ბანკი მოვა,რომელიც აღწერს თქვენს ქონებას.

თუ გუგავა მოვა, მოიხსნება დაცვა მერიის და საკრებულოს შენობებთან, როცა მოქალაქეს სჭირდება, ის პირდაპირ უნდა შევიდეს მერთან. ყველა პერსონალური ავტომობილი უნდა გაუქმდეს. ეს ავტომობილები საჯარო აუქციონზე გაიყიდება და თანხა შევა ბიუჯეტში. აიკრძალება პრემია-დანამატების გაცემა. „სითი პარკს“ პირდაპირ გაუუქმდება ხელშეკრულება. პარკირების პრობლემა უნდა მოაგვაროს სახელმწიფომ“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

მანანა ღოღობერიძე

Please follow and like us: