3 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
3 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
4 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
4 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
5 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

უნივერსიტეტებში ახალი სასწავლო წელი ახლოვდება. აბიტურიენტები, რომლებმაც გრძელი და დატვირთული გზა განვლეს უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად, უკვე იციან, საკუთარი შედეგები და ამ ეტაპზე სტუდენტის სტატუსის მიღებას  ელოდებიან. თუმცა სანამ უმაღლესი სასწავლებლები კარს გაუღებენ მომავალ სტუდენტებს, „თბილისი თაიმსი“ შეეცედა გამოერკვია, როგორი იყო აბიტურიენტების გადაწყვეტილება და არჩევანი მომავალი ცხოვრების დაგეგმვის პროცესში – რა პროფესიას უკავშირებდნენ ისინი საკუთარ თავს და რომელ უნივერსიტეტებს ანიჭებდნენ უპირატესობას. ზემოთჩამოთვლილ კითხვებზე პასუხების მისაღებად შეფასებისა და  გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ივა მინდაძეს, დავუკავშირდი, რომელიც  2017 ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგად შეფასებას გვთავაზობს.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რომელ საგანს აბარებდა ყველაზე მეტი აბიტურიენტი მეოთხე არჩევით საგნად?

– მეოთხე არჩევით საგნად აბიტურიენტთა უმრავლესობა აბარებდა გეოგრაფიას, შემდეგ ისტორიას და მათემატიკას. ყველაზე იშვიათად კი ხელოვნებას ირჩევდნენ.

თუ შეგიძლიათ მითხრათ, არჩევით საგნებს შორის რომელი საგანი დაემატა წელს ჩამონათვალს და იგეგმება თუ არა არჩევითი საგნების სპექტრის გაფართოება სამომავლოდ?

– მიმდინარე წელს არჩევით საგნებში ახალი საგანი არ დამატებულა. ორი წლის წინ ჩვენ არჩევით საგნებს დავამატეთ სამოქალაქო განვითარება და იქამდე ერთი წლით ადრე – ხელოვნება. უახლოეს მომავალში ამ სიის გაფართოება არ იგეგმება, შესაბამისად არჩევით საგნებს ახალი საგანი არ დაემატება.

რომელი უნივერსიტეტი იყო ყველაზე მოთხოვნადი, თუ შეგიძლიათ, დამისახელოთ ის უმაღლესი სასწავლებელი, რომელში სწავლის სურვილსაც აბიტურიენტები ყველაზე ხშირად აფიქსირებდნენ?

– ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პარამეტრი, რომლითაც უნდა განისაზღვროს ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტი. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე პოპულარული მიმართულება გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები იყო. ბიზნეს ადმინისტრირების სფერო ძალიან მომხიბვლელია აბიტურიენტებისათვის. გარდა ამისა, აბიტურიენტებისთვის მიმზიდველ სფეროდ რჩება იურისპრუდენცია, სამართალმცოდნეობა, როგორც აღმოჩნდა, საკუთარ ცხოვრებას ბევრი აბიტურიენტი იურიდიულ მომავალს უკავშირებს. სოციალურსა და პოლიტიკურ მეცნიერებებში განსაკუთრებულ ყურადღებას ჟურნალისტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების  მიმართულება იპყრობს. უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო სფერო აბიტურიენტებში,ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

საინტერესოა, რომ საინჟინრო და სამშენებლო მიმართულებებით დაინტერესებაც საკმაოდ მაღალია.

რომელი ფაკულტეტები გამოირჩეოდა უმაღლეს სასწავლებლებში 2017 წელს ყველაზე მაღალი კონკურენტუნარიანობით?

– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გამოირჩევა აგრეთვე, ილიას უნივერსიტეტი და სამედიცინო. ზოგადად სახელმწიფო უნივერსიტეტები ძალიან მოთხოვნადია აბიტურიენტებში. კერძო უნივერსიტეტებიდან ყველაზე ხშირად მომავალი სტუდენტები სწავლას თავისუფალ უნივერსიტეტში ირჩევენ. წელს ასპარეზზე გამოჩნდა კიდევ ერთი  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

თუ შეგიძლიათ, რომ მითხრათ რომელი სკოლიდან იყო წელს ყველაზე მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტი და რომელ უნივერსიტეტში გადაწყვიტა მან სწავლის გაგრძელება?

– სამწუხაროდ, ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.

სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ მითხრათ, რაიმე სიახლე ან ცვლილება ხომ არ იქნება სამომავლოდ?

– ყველა ცვლილება, რომელიც შეეხება გამოცდის ფორმატსა და შინაარსს, გარკვეული ანალიზის შედეგად ხორციელდება. საჭიროა მოხდეს გამოცდები შედეგების შეფასება არაერთი პარამეტრით. ჯერ–ჯერობით, სამაგისტრო გამოცდებზე არანაირი ცვლილება არ დაგეგმილა., მაგრამ ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის უფრო ზუსტ მონაცემებზე დაყრდნობილ პასუხებს გაგცემთ.

ნანუკა მაღლაკელიძე

Please follow and like us: