3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

აქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ პირებს აფრთხილებს, რომლებიც ევროპაში ნაყიდი ავტომობილებით საქართველოში საბერძნეთისა და თურქეთის გავლით მოემგზავრებიან.

როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო უწყებიდან აცნობეს, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო, გახშირდა ასეთი პირების საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე დაჯარიმების ფაქტები.

„გასული თვეების განმავლობაში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ევროპის ქვეყნებში ავტომობილის შეძენისას, მისი ევროკავშირის ტერიტორიიდან გაყვანისთვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები არ ითხოვენ ე.წ. საექსპორტო დეკლარაციას, რის გამოც საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე უხდებათ ჯარიმის გადახდა. საქართველოს მოქალაქეები არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპის ქვეყანაში შეძენილი ავტომობილით საქართველოში დაბრუნებისას, საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში, სავალდებულოა მოქალაქეს ჰქონდეს ავტომობილის საექსპორტო დეკლარაცია, რათა შეუფერხებლად გადაკვეთოს საზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ავტომობილით საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მიეცემათ”, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, საბერძნეთის კანონმდებლობით, საექსპორტო დეკლარაციის გარეშე ქვეყნის ტერიტორიიდან ავტომობილის გაყვანისთვის დაწესებულია 500 ევროს ოდენობით ჯარიმა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ევროპაში შეიძინეს ავტომობილი და არ ფლობენ საექსპორტო დეკლარაციას, საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე, საბერძნეთის საბაჟო სამსახურის მიერ ეკისრებათ აღნიშნული თანხის გადახდა.

საექსპორტო დეკლარაციის მიღება შესაძლებელია ავტომობილის შეძენის ქვეყანაში.

Please follow and like us: