3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

„პუტინი არ არის სულელი, თუ ვინმესთან საუბარი სურს, მან იცის ვის უნდა დაელაპარაკოს. „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, პუტინი არ დაელაპარკება იმ პარტიას,რომელმაც არჩევნებში 5 % გადალახა“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.  „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ „გირჩის“ წევრმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„არ არის სწორი,როდესაც ვამბობთ,რომ თურქეთს რაიმე აქვს მიტაცებული. ჩვენი მეზობლებიდან თურქეთი არის ერთადერთი სახელმწიფო, ვისთანაც მოვახდინეთ საზღვრების დემარკაცია. რთულია ვისაუბროთ რა არის ჩვენი ტერიტორია და რა არ არის. ეს ისტორიული ტერიტორიის ცნება არასწორია და თავის დროზე ბოლშევიკებმა შემოიღეს,ეს რუსული ნარატივია.

მოსკოვში ვიზიტი არანაირ შედეგს არ გამოიღებს. საპარლამენტო დიპლომატია არ არის მთავარი, ის შეიძლება მხოლოდ ეხმარებოდეს დიპლომატიას. ადრეც გვახსოვს არაერთი დაბალრეიტინგული პოლიტიკოსის ვიზიტი რუსეთში, რომლებიც საერთოდ გაქრნენ პოლიტიკური სცენიდან. რუსეთის ნოსტალგიის მქონე ადამიანების რიცხვი საქართველოში იკლებს, სამაგიეროდ იმატებს თავისუფალ საქართველოში დაბადებული ადამიანების რიცხვი. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის შუქცევადი.

ფორმატი „ნატო-საქართველო-რუსეთი“ ვერ იარსებებს, სიყვარული არის ორმხრივი და გვინდა სამმხრივი გავხადოთ? ჩვენ გვაქვს რუსეთთან დიალოგი, არის „ჟენევის ფორმატი,ჩვენთან არიან აშშ, საერთაშორისო ორგანიზაციები, იქ არ ვართ მარტო და რუსეთი ხელის გადაგრეხვის პრინციპით ვერ დაგველაპარაკება. ასევე გვაქვს „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატი. ვერ ვხვდები კიდევ რა ტიპის ფორმატი უნდა არსებობდეს. რუსეთის სურვილი დიალოგი არ არის, მათ სურთ,რომ ამ ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო საერთოდ არ არსებობდეს“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

მანანა ღოღობერიძე

Please follow and like us: