3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ქედის საჯარო სკოლაში შესაძლო პოლიტიკური აგიტაციის შესახებ, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„ყოველი არჩევნების წინ საგანგებოდ ვავრცელებთ რეკომენდაციებს, 2080-ზე მეტ სკოლას აქვს ვალდებულება, რომ აღნიშნული რეკომენდაციები მიაწოდონ პედაგოგებს. თუმცა, ქვეყნის მასშტაბით 65 ათასზე მეტი პედაგოგია და მათთვის ინფორმაციის თანაბრად მიწოდება ერთეულ შემთხვევებში პრობლემურია. იმედი მაქვს,რომ მალე გვექნება ნათელი სურათი და სასურველია დადასტურდეს, რომ ეს არ იყო გამიზნული ქმედება ქალბატონის მხრიდან.

ფაქტზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდა, დილიდან დავუკავშირდი განათლების მინისტრს.მოკვლევა გულისხმობს ინდივიდუალური შემთხვევის შესწავლას. საინტერესო გარემოებაა,რომ ეს პედაგოგი არ არის „ქართული ოცნების“ აქტივის წევრი, ამიტომ გაურკვეველი იყო მისი მოტივი, რატომ უნდა მომხდარიყო „ქართული ოცნების“ დროშების აფიშირება.

ეს კარგი მაგალითია შემდგომში პრევენციისთვის. არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ არის მისაღები განათლების სისტემაში, რომელ პოლიტიკურ ძალასაც უნდა ემხრობოდნენ. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკისგან თავისუფალი საჯარო სივრცე. განათლება უნდა იყოს თავისუფალი, ჩვენი საბოლოო მიზანი დემოკრატიული და ღია, თავისუფალი ახალგაზრდების აღზრდაა“ , – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მანანა ღოღობერიძე

Please follow and like us: