„კატასტროფულად ვკარგავთ დროს აფხაზეთში, უნდა მივიდეთ ოკუპანტთან და დავუჯდეთ.მოსკოვში წასვლა სასტიკი აუცილებლობაა“ , – განაცხადა ადა მარშანიამ. მოსკოვში მეორედ ვიზიტის მიზეზებზე და დაგეგმილ დღის წესრიგზე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„ აქციები დავიწყეთ იმიტომ,რომ ჩვენს ქვეყანაში ისევ არაფერი იცვლება სასიკეთოდ. საუბედუროდ, წავედით 25-წლიან ტრაგიკულ მოჯადოებულ წრეზე და ეს ყველა სფეროს ეხება. ამ მოჯადოებულ წრეში გარღვევა უკვე შევიტანეთ მოსკოვში პირველი ვიზიტისას. ამ შეხვედრის შედეგებზე უნდა ვისაუბროთ მეტი ყურადღებით და სერიოზულობით. ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ადეკვატური პოლიტიკა გავატაროთ.
ვხედავთ,რომ არ იძვრის საკითხი სოხუმის, ცხინვალის მიმართულებით. ვერაფრით ვაჩერებთ მცოცავ ოკუპაციას. დიდი მადლობა საერთაშორისო საზოგადოებას აღშფოთებისთვის, მაგრამ ეს არანაირად არ აჩერებს ოკუპაციას.
ჩვენ ვართ დარწუნებულები იმის აუცილებლობაში,რასაც ვაკეთებთ,ეს ქვეყანას ძალიან სჭირდება. ამჟამად შეხვედრა გაფართოვდა, შევხვდებით რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრებს, დუმის დეპუტატებს. ხელისუფლებისთვის ქვეყნის გამთლიანება უპირველესი და უზენაესი საკითხი არ არის“ , – განაცხადა ადა მარშანიამ.
მანანა ღოღობერიძე