3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

დღეს კონფლიქტის, ძალადობისა და ტერორიზმის მიზეზით, უფრო მეტი ადამიანი იღუპება,ვიდრე გასულ წლებში. 2016 წლის მონაცემებით, ომსა და ტერორიზმს 2006 წელთან შედარებით, 150 500 ადამიანით მეტი შეეწირა. ეს რიცხვი 143 %-ით მეტია ბოლო ათი წლის განმავლობაში დაღუპულ ადამიანთა რიცხვზე. გარდაცვლილთა დიდი ნაწილი ჩრდილოეთ აფრიკიდან და შუა აღმოსავლეთიდან არის.

ცეცხლსასროლი იარაღის შექმნამ ადამიანთა ცხოვრების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შეამცირა. 2016 წელს  მსოფლიო მასშტაბით, იარაღით თვითმკვლელთა რიცხვი 67,500 ადამიანი იყო , ხოლო იარაღით გარდაცვლილთა რიცხვი 161 ათასზე მეტი. 2006 წლიდან  დღემდე ეს რიცხვი 5,7%-ითაა გაზრდილი.

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაზრდილია

რომ არა ზემოთ აღნიშნული მიზეზები და გარემოებები ადამიანები დღეს უფრო დიდხანს იცოცხლებდნენ. ამის მიზეზი ისაა,რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1970 წლიდან 2016 წლამდე გაზრდილია, კვლევების მიხედვით, ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 75,3 წელია, მამაკაცის კი 69.8 წელი. სიცოცხლის ხანგრძლივობა ორივე სქესის ადამიანისთვის საშუალოდ 72,5 წელს წარმოადგენს.

შედარებისთვის, უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, ვნახავთ რომ 1970 წელს ეს რიცხვი კომბინირებულად 58,4 წელი იყო, 1990 წელს 65,1 წელი, 2000 წელს 66,8 წელი, ხოლო 2005 წელს 68.4 წელი.

ეროვნებების მიხედვით, კვლევები გვიჩვენებს,რომ ყველაზე დიდხანს 83.9 წელი ცხოვრობენ იაპონელები, თუმცა ცენტრალური აფრიკის მცხოვრებლების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ 50.2 წელია.

მნიშვნელოვანია იმ მონაცემის აღნიშვნაც,რომელიც ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაზე მეტყველებს. 2016 წელს 5 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონი იყო, როცა 1990 წელს ეს რიცხვი 11 მილიონი გახლდათ, ხოლო 1970 წელს 16,4 მილიონი.

საქართველო  და მისი მეზობელი ქვეყნები

საქართველო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით მსოფლიოში 71-ე ადგილზეა და 78 წელს შეადგენს. ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, რუსეთი 171-ე ადგილზეა და საშუალო ხანგრძლივობა 68 წელია, სომხეთი 122-ე ადგილზეა და მისი მოქალაქეები საშუალოდ 75 წელი ცხოვრობენ,  თურქეთი 129-ე ადგილზეა და ქალებისა და მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74 წელია. აზერბაიჯანისთვის ეს რიცხვი 73 წელია (მსოფლიოში 144-ე).

ნათია კეკენაძე

Please follow and like us: