3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

 

საჯარო მოხელეების ხელფასისა და დანამატების საკითხი ხშირად გამხდარა განხილვისა და კრიტიკის საგანი.  საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებასა და დანამატებს. იმის გასარკვევად, თუ რას მოიცავს კანონპროექტი და როდიდან შევა ძალაში „თბილისი თაიმსმა“ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართა.

რას მოიცავს საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტი? რომ განმარტოთ რა არის ამ კანონპროექტის მიზანი

– „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მოიცავს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების  წესსა და პირობებს.

კანონპროექტის მიზანია, დაამკვიდროს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი სისტემა. შექმნას დამსახურებაზე დამკვიდრებული საჯარო სამსახურის განხორციელების სისტემა; მოაწესრიგოს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები; დაარეგულიროს სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ზღვრები.

რა იცვლება ახალი კანონპროექტით და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

კანონპროექტი დეტალურად ახდენს შრომის ანაზღაურების კომპონენტების გაცემის სამართლებრივი საფუძვლების ფორმულირებას; კონკრეტდება თანამდებობრივი სარგოს შინაარსი და დანიშნულება, ასევე, ფულადი ჯილდოს და დანამატის საკითხი, კონკრეტდება დანამატის გაცემის ზღვრული ოდენობა და ა.შ.

IDFI-იმ და საიამ  გამოაქვეყნეს რეკომენდაციები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. მაგალითად, ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ კანონის მოქმედების სფეროდან გამონაკლისების დაწესება არ არის მიზანშეწონილი და ერთიანობის პრინციპის დარღვევაზე ამახვილებენ ყურადღებას. რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს შენიშნვა და ზოგადად მათი რეკომენდაციები?

– ზოგიერთი საჯარო დაწესებულების სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე და იქ დასაქმებულ პირთათვის არსებული სპეციალური წოდებების გათვალისწინებით, მათი შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და არ წესრიგდება მითითებული კანონპროექტით. აღნიშნული განპირობებულია ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე და არ არღვევს ერთიანობის პრინციპს. ამასთან, ნებისმიერი არგუმენტირებული შენიშვნა შესაძლებელია გახდეს მსჯელობის საგანი და მოხდეს მისი პრაქტიკაში გაზიარება.

ნინი მაზიაშვილი

Please follow and like us: