3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის, “ახალი თბილისის” ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. ახალი თბილისის ტერიტორიაზე სულ 7 მოედანი მოეწყობა – 4 საფეხბურთო და 3 სარაგბო. მშენებლობის პროცესი სპორტისა და ახალაგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილესთან შალვა გოგოლაძესთან, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსთან ირაკლი დოლაბერიძესთან და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხეილ ყაველაშვილთან ერთად მოინახულა. მოედნების მშენებლობა ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, მაშინ სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა უეფას ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ალექსანდ ჩეფერინიმ, მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად. სტადიონები “სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში შენდება და თბილისში და ქუთაისში 10 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის საერთო ღირებულება  10 700 000 ლარია. გარდა ამისა, თელავში, გორში და ბათუმში წლის ბოლომდე მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები გაიხსნება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყველა მშენებარე ობიექტზე 1000-მდე ადამიანია დასაქმებული.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:“ ბოლო წლების განმავლობაში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით გამორჩეული პერიოდი გვაქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობის თვალსაზრისით. თუ სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების მხირვ ფონდი “ქართუს“ მიერ ვართ განებივრებულები, ფეხბურთის ინფრასტრუქტურა განადგურებულია და ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ამ მასშტაბის მშენებლობა მიმდინარეობს. სიმბოლურია, რომ კაფსულა ჩავაგდეთ უეფას პრეზიდენტთან ერთად, მაშინ ის მისი პირველი ვიზიტი იყო, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. ჩვენ გულშემატკივარს დავპირდით, რომ მშენებლობას წლის ბოლომდე დავასრულებდით, ამის მოედნები სამართავად გადაეცემა ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც უმაღლესი დონის, საერთაშორისო სტანდარტების მოედნებს საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე გამოიყენებს. მსგავსი პროექტები გაგრძელდება და სპორტსმენებს და გულშემატკივრებს არაერთ უმაღლესი დონის სპორტულ ბაზას ვაჩუქებთ, რაც გახდება საწინდარი ჩვენი შემდგომი გამარჯვებების“.

მიხეილ ყაველაშვილი:“ სასიამოვნოა, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა შენდება, რისი მსგავსიც ბოლო წლებში არ გვქონია. პირიქით, ბოლო წლებში წინა ხელისუფლების დროს, ძალიან ბევრი სტადიონი გადანდგურდა და ეს არის ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე – მშენებლობა და განვითარება. მსგავსი მასშტაბის მშენებლობა საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არ გვქონია. აქ ძალიან ბევრი მოზარდი ივარჯიშებს და გაიზრდება“.

 

Please follow and like us: