2 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
2 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
2 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
2 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

ახალი, ქართული ენერგეტიკული სასმელი ბუღა“ქართულ ბაზარზე  მიმდინარე წლის აგვისტოდან გამოჩნდა. ენერგეტიკულ სასმელს წყალი მარგებელია აწარმოებს, რომელიც ბაზარზე ასევე უშვებს მინერალურ წყალს ნაბეღლავს.

როგორც კომპანიაში „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას  განმარტავენ კომპანია პროდუქციას აზერბაიჯანის ბაზარზე გაიტანს. მართალია ქართული ენერგეტიკული სასმელი სულ რამდენიმე თვეა რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა მცირე დროში მოახერხა მიეღო მომხმარებლების დადებითი შეფასებები და მოწონება.

„აზერბაიჯანის ბაზარზი უკვე კარგად შესწავლილია. მათგან დიდი მოთხოვნა და დაინტერესებაა ქართულ ენერგეტიკულ სასმელზე. შესაბამისად, ველოდებით პროცედურების დასრულებას და პროდუქციას მალე გავიტანთ აზერბაიჯანის ბაზარზე. „

“ბუღა” საშუალო სეგმენტზე გათვლილი ენერგეტიკული სასმელია,  რომელის წარმოება  გერმანული ფირმა Krones-ის ალუმინის ჩამომსხმელი ხაზის მეშვეობით ხდება.

„სახელი დაკავშირებულია მის შინაარსთან. ბრენდის კონცეფცია არის ის, რომ ეს არის საქართველოში დამზადებული ქართული ენერგეტიკული სასმელი, რომელიც არის მაღალი ხარისხის პროდუქტი. იწარმოება თანამედროვე ტექოლოგიებით აღჭურვილ ქარხანაში, გათვალისწინებული და დაცულია წარმოების ყველანაირი სტანდარტი.“

კომპანია სამომავლოდ კვლავ გეგმავს გაფართოებას. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი მუშაობენ, რომ „ბუღა“ სხვა ქვეყნებშიც გავიდეს ექსპორტზე.

მარიამ ლეკიაშვილი

Please follow and like us: