3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

 

გაფუჭებული ველოსიპედები, ველოსიპედის ნაწილები ან მისი ძველი აქსესუარები, ეს ის ნივთებია, რომელთა ჩუქების, ან ჩაბარების შემთხვევაში ბარ „ველოსიპედში“ უფასოდ გაგიმასპინძლდებიან და თქვენს საყვარელ სასმელზეც დაგპატიჟებენ.

კაფე- ბარი „ველოსიპედი“ მდებარეობს ქალაქ ბუქარესტის ცენტრალურ ნაწილში, ისტორიულ უბანში და მის სიახლოვეს მუზეუმებისა და გამოფენების გარდა, ხშირად ეწყობა მუსიკალური ფესტივალები. შესაბამისად, „ველოსიპედი“ ბუქარესტის ერთ-ერთ ცნობილ და ყველასთვის საყვარელ ადგილად ითვლება. თუმცა უნდა ითქვას,რომ ბარში ხალხმრავლობის  მიზეზი ბარის დიზაინი უფროა, ვიდრე მისი ადგილმდეობარეობა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რუმინულ კაფე-ბარში თითქმის ყველა ნივთი და ბარის ყველა დეტალი  ველოსიპედის ნაწილებისგან არის დამზადებული. „ველოსიპედის“ დაარსებისას დიზაინერებს ნამდვილად რთული მისია ჰქონდათ შესასრულებელი, მათ ნაწილები ისე უნდა განელაგებინათ,რომ თითოეულ მათგანს შეეთავსებინა კონკრეტული ფუნქცია.

შესაძლებელია ფოტოების ნახვამდე, ზოგმა კაფე „ველოსიპედი“ მეტალისნივთებიან ოთახად წარმოიდგინა, თუმცა ეს ასე ნამდვილად არაა. მათი უმეტესობა სხვადასხვა ფერადაა შეღებილი და გარემო ნამდვილად თბილ და სასიამოვნო ფერებში გადაწყვეტილი.

„ველოსიპედი“ არამხოლოდ რუმინეთსა და ევროპაში, არამედ მსოფლიოში აღიარებული კაფე-ბარია, რომელის დიზაინიც საუკეთესოდ წარმოაჩენს დეტალების, მათი იდეალური განლაგებისა და ფუნქციური მრავალფეროვნების საიდუმლოს. ის მრავალი გამოცემისა ფავორიტ კაფე-ბართა ათეულშია შესული.

ველოსიპედი 1790 წელს საფრანგეთში გამოიგონეს, 1817 წელს კი   გერმანიაში მას დაამატეს მოძრაობის მიმმართელი მექანიზმი. ველოსიპედს საბოლოო სახე ისევ მის სამშობლოშივე, საფრანგეთში მიეცა, როდესაც 1861 წელს გამოიგონეს პედლები.

 

ნათია კეკენაძე

Please follow and like us: