1811 წლის შემდეგ, როცა რუსეთის მთავრობამ საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევით ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და რუსული წირვა-ლოცვა დააწესა, ხალხი პროტესტის ნიშნად ეკლესიებს ტოვებდა. ამით სარგებლობდნენ სომხუ-გრიგორიანული ეკესიის მესვეურნი და უკანონოდ იკავებდნენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს.
მათ ხელში ჩაიგდეს ქართული ეკლესიები – თბილისში, გორში, თელავში, დუშეთში. ეპისკოპოსმა კირიონმა ამასთან დაკავშირებით, ვრცელი დასაბუთებული მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს და მოითხოვა სომხებისგან უკანონოდ მიტაცებული ქართული ეკლესიების დაბრუნება. სომხური ნაციონალისტური ბურჟუაზია, რომელსაც დიდი ეკონომიკური შესაძლებლობები ჰქონდათ, ქართული ეკლესიების მიტაცებას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდნენ. უფრო მეტიც, ცდილობდნენ მოეძებნათ დასაბუთება თავისი უკანონობისა.
ეპისკოპოსი კირიონი, ილია ჭავჭავაძესა და დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად აქტიურად ჩაება სომხებთან პოლემიკაში. სომხურმა გაზეთმა “ნორდაორმა“ გამოაქვეყნა წერილები, რომელშიც თავისი ერი ქებით ცაზე აიყვანა, ხოლო ქართველები კი უსაქმურ, მკვეხარა, ხალხად მიიჩნია, რომელიც მხოლოდ სომეხთა მოსამსახურეებად გამოდგებიან. თანაც საბუთად ქართული წყაროები მოიშველია.
ეპისკოპოსმა კირიონმა კი თვით სომხური წყაროების მეშვეობით სომხის ერის ასეთი სურათი დაგვიხატა: „ერი ზვავი, გაუგონარი, დიდმეთქავი, უსამართლონი, ტრაბახანი, ზარმაცნი, მძარცველნი, მატყუარანი, მექრთამენი, ცრუმედიდურნი,“ და იქვე დასძინა, რომ საისტორიო წყაროებს, ადამიანური თვალით უნდა შევხედოთ და არ უნდა ვეცადოთ მათ საფუძველზე სხვის დამცირებას.
მასალა ეკუთვნის, იღუმენ, მამა გაბრიელ ჯიქიას