მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდა გრძელდება. საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,8 პროცენტით, ხოლო წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 11,5 პროცენტით გაიზარდა.
2017 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ფასების 0,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. ფასები გაზრდილია ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (5,2 პროცენტი) და ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (4,0 პროცენტი). ფასები შემცირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-1,0 პროცენტი).
ამასთან, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასების 4,2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
ერთი წლის განმავლობაში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 11,4 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (45,5 პროცენტი) და კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (6,7 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 10,1 პროცენტით.
სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 18,0 პროცენტით.