3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

სილამაზის სალონები მუდმივი ხალხმრავლობით გამოირჩევა. შესაბამისად, ამგვარ ადგილებში ჰიგიენის ნორმების დაცვა ორმაგად სავალდებულოა.

თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრის მიერ, 2017 წლის თებერვლიდან დღემდე, 250 სილამაზის და ტატუს სალონი შემოწმდა, საიდანაც მხოლოდ 2 დაჯარიმდა. ერთს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო მეორე სალონი დაიკეტა და მის მესაკუთრესთან სასამართლო დაკავშირებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. ორივე ჯარიმა სალონის დაურეგისტრირებლობას ეხებოდა.  

მერიის ცნობით, სალონების 10%-ში პირველი შემოწმებისას სანიტარული მდგომარეობა სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

“მათ არც ადგილმდებარეობა ჰქონდათ სათანადო, არც ჰიგიენური ნორმები იყო დაცული, სავარცხლები არ ირეცხებოდა, დაბალი დონის დეზინფექციაც კი არ ტარდებოდა,  რომელიც სოკოს და სებორიას კლავს. რაც შეეხება პედიკურ-მანიკურს, თითქმის ყველა სალონში დარღვევა იყო. ჰქონდათ სტერილიზატორები და აპარატები, რომელიც სტერილიზაციას არ აკეთებდა. ეს 2015 -2016 წელს იყო. ახლა, როდესაც დაჯარიმების ფუნქციაც გვაქვს და განმეორებით ვამოწმებთ სალონებს, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა.

 დაჯარიმების უფლება ორ შემთხვევაში გვაქვს, პირველიროდესაც სალონი საზოგადოებრივ ობიექტად დარეგისტრირების გარეშე ფუნქციონირებს და მეორეინფექციის კონტროლის დროს, თუ ნორმები დარღვეულია” -განაცხადა დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის დირექტორმა, ცისნამ დელებაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლამდე სალონების მეპატრონეებს მხოლოდ სიტყვიერი სახის გაფრთხილება ეძლეოდათ.

ნინო ზარიძე

Please follow and like us: