3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

„მე ორი თვეა რაც პოლიტიკური ცხოვრება დავიწყე, ვერც გვირგვინს დავიდგამ პარტიის წარმატებების გამო და ვერც პასუხისმგებლობას ავიღებ იმ შეცდომების გამო, რაც პარტია ჰქონდა“ , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „პირველების“ ეთერში ისაუბრა.

„არ ვარ იმ ასაკში,რომ გადაწყვეტილებებს იღებენ სპონტანურად და რამდენიმე თვით. მე გადაწყვეტილება მივიღე გრძელვადიანი პრინციპით, ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას. ბუნებრივია რომ ვმერყეობდი, 25 წელი ვიყავი ჟურნალისტი, არ იყო მარტივი,რომ ერთ დღეს მიმეტოვებინა ყველაფერი და შემეცვალა ცხოვრება. თუმცა, ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელზეც ფიქრი ორი თვე დამჭირდა. ზოგადად პოლიტიკაზე ფიქრი გაცილებით ადრე დავიწყე.

სააკაშვილთან უბრალოდ აზრები გავცვალეთ,მე მისი ხედვები მაინტერესებდა, არ ყოფილა ისე,რომ შენ აუცილებლად უნდა გახდე თბილისის მერობის კანდიდატი. დიდი სიამოვნებით მივიღებდი მის რჩევებს, მაგრამ მე ის არ შემიწუხებია.წარსულში იყო თემები,რომელზეც არ შეიძლებოდა,რომ აღშფოთება არ გამოგეხატა, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება გადაწონა იმან, თუ რა ქვეყანა ჩაიბარა ნაციონალურმა მოძრაობამ და რა ქვეყანა გადააბარა „ქართულ ოცნებას“. კონკრეტული პირების დანაშაულები არ შეიძლება შეადარო იმას, თუ რა სახელმწიფო ჩამოყალიბდა ცხრა წლის განმავლობაში“ , – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა ამომრჩეველს პარტიის პროგრამა გააცნო. კანდიდატმა მერიაში ბიუროკრატიის შემცირებაზე და 100 მილიონი ლარის დაზოგვაზე ისაუბრა. უდუმაშვილის დაპირებით, ის მერიის ავტოპარკს გაყიდის და ჯამში 5 მილიონ ლარს დაზოგავს. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის თქმით, ყველა სოციალურად დაუცველი,რომლის სარეიტინგო ქულა 200 ათასამდეა, მიიღებს 50-ლარიან შემწეობას თბილისის მერიისგან. სამჯერ გაიზრდება უფასო სასადილოების დაფინანსება. უდუმაშვილი ამომრჩეველს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენებასაც პირდება.

მანანა ღოღბერიძე

Please follow and like us: